Thumbnail

ხელბურთი | ქარიშხალას მეექვსე მოგება - ცხრილში სიმჭიდროვეა

  • სამტრედია 27:30 ქარიშხალა 
  • აჭარა 17:24 პეგასი 

საქართველოს ქალთა უმაღლესი ლიგა ხელბურთში ქუთაისის სპორტის სასახლეში განახლდა. ქარიშხალამ 30:27 დაამარცხა სამტრედია და 12 ქულით ლიდერობს. პეგასმა აჭარას 24:17 მოუგო.

ქარიშხალა-სამტრედიის შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. სამტრედიამ ტაიმი 13;14 წააგო, მეორე ნახევრის დასაწყისში კი წინ გავიდა, 15-14. თბილისელებმა ისევ შეიქმნეს უპირატესობა, მატჩის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე კი სამტრედიელმა ბურკაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 26-27. კირვალიძემ იქვე უპასუხა და ქარიშხალამ კიდევ ორი გოლის გატანა მოასწრო. საბოლოოდ, 30:27 ქარიშხალას სასარგებლოდ.

მეორე გამარჯვება მოიპოვა პეგასმა. თბილისურმა გუნდმა აჭარას პირველი ტაიმიც  მოუგო (12:9) და მთელი თამაშიც, 24:17. 

ორწრიანი ტურნირის შემდეგ, 4 საუკეთესო გუნდი ფინალურ ოთხეულში გავა. ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა. 4 ქულით წინაა ქარიშხალა და ოთხით ჩამორჩება წყალტუბო, დანარჩენ 6 გუნდს, ანუ მეორე-მეშვიდე ადგილებს შორის კი სხვაობა იგივე 4 ქულაა.

სამტრედია 27:30 ქარიშხალა 

სამტრედია: კოპალეიშვილი, ბელთაძე - ბურკაძე 9, ჩოგოვაძე 7, ჩალიშკანი 5, ცირეკიძე 3, ესაკია 2, ჩხაიძე 1, კაპატაძე.

ქარიშხალა: არაბაჯევი - ქ. ცინცაძე 10, ი. ჩხაიძე 7, ა. ჩხაიძე 6, ხმელაძე 2, ციცქიშვილი 2,  მ. ცინცაძე 2, კირვალიძე 1,  დოღაძე რაზმაძე, კვეკვესკირი, ქარჩავა, სოლოღაშვილი

აჭარა 17:24 პეგასი 

აჭარა: ქარჩავა, გორგოშაძე - კომახიძე 5, ქამაშიძე 3, გაგნიძე 3, კოჩალიძე 2, ცივნარიძე 2, დვალიშვილი 1, სურმავა 1.

პეგასი: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი - ჩხაიძე 10, კორძაია 8, საბაშვილი 4, სვანიძე 1, ტარტარაშვილი 1, პაპუაშვილი, ნეფარიძე, დადვანი, ქ. ჩოგოვაძე, ე. მაკარაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები