Thumbnail
  • ლივერპულის მწვრთნელი ინგლისური სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია 
  • იურგენ კლოპს ხშირად არასაფეხბურთო თემებზეც უწევს კომენტარების გაკეთება

ლივერპულის გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი ინგლისური სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. მის შესახებ ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს ყველაფერი აინტერესებთ. ამიტომ, კლოპს ხშირად არასაფეხბურთო თემებზეც უწევს კომენტარების გაკეთება და ერთ-ერთი ასეთი კომენტარის დროს, მან სოციალურ ქსელებზე ილაპარაკა.

'როგორც ჩანს, ეს ჩემი თაობის პრობლემაა. უკვე ძალიან მოხუცი ვარ ამისთვის'

“სოციალური ქსელის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. საერთოდ, რაში ჭირდებათ ეს ადამიანებს? შესაძლოა, ოდესღაც, მომავალში მივაქციო ამას ყურადღებას, მაგრამ დღეს ეს წარმოუდგენელია ჩემთვის. არ ვიცი, რატომ უნდება ადამიანს, რომ მისთვის უცნობ სხვა ადამიანს რაიმე კარგი, ან ცუდი უთხრას. როგორც ჩანს, ეს ჩემი თაობის პრობლემაა. უკვე ძალიან მოხუცი ვარ ამისთვის”, - უთხრა კლოპმა Sky Sports-ს.

კომენტარები

ბოლო ამბები