Thumbnail
  • საქართველო 1:1 ისრაელი
  • საქართველო 1:0 ისლანდია
  • საქართველო 1:2 ტაჯიკეთი

საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფის მესამი მატჩი გამართა და ტაჯიკეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. გიორგი ჩიტაურის გუნდმა მე-13 წუთზე გახსნა ანგარიში, გოლი კი კუთხურს მოჰყვა, როდესაც თავური დარტყმით თორნიკე დუნდუა გამოირჩა.

ტაჯიკებმა პირველ ტაიმში გაათანაბრეს ანგარიში, მეორე ნახევარში კი მეორე გოლი გაიტანეს და სამი ქულა მოიპოვეს. შედეგად, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მარცხით და შესაბამისად, 4 ქულით დაასრულა. 

პირველი შეხვედრა ჩიტაურის გუნდმა ისრაელთან ფრედ, 1:1 დაასრულა, მეორე მატჩი კი ისლანდიას 1:0 მოუგო. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ჯგუფის გამარკვებული ფინალში ითამაშებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი კი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებს. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ისლანდია ისრაელს შეხვდება და გაირკვევა, ვინ რომელ ადგილს დაიკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები