Thumbnail
  • ოლე გუნარ სულშერის კომენტარი ბარნლისთან მატჩის შემდეგ
  • ნორვეგიელს იუნაიტედში უარყოფითი ბალანსი აქვს

პრემიერლიგის 24-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედი საკუთარ მოედანზე ბარნლისთან 0:2 დამარცხდა და ეს მანკუნიანელებისთვის ზედიზედ მეორე, სეზონში კი უკვე მე-8 მარცხია.

მას მერე, რაც იუნაიტედმა ოლე გუნარ სულშერს გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმა, გუნდმა 12 მარცხი იწვნია და მხოლოდ 11 თამაში მოიგო.

მიუხედავად უარყოფითი ბალანსისა, იუნაიტედის ხელმძღვანელები ნორვეგიელის გათავისუფლებაზე ჯერ მაინც არ ფიქრობენ. როგორც ჩანს, მათ იმედი აქვთ, რომ სულშერი ვითარების შეცვლას მოახერხებს. თანაც, გუნდი მე-5 ადგილზეა, საუკეთესო ოთხეულამდე 6 ქულა აშორებს და ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს.

“თავში ბევრი აზრი მიტრიალებს. პირველ ტაიმში მომენტები შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ბარნლის ფეხბურთელები ცივსისხლიანად და ეფექტიანად თამაშობდნენ. ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ მძიმე წნეხის ქვეშ არიან და ეს ძალიან მოქმედებს. როცა მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი ხარ, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბში თამაშობ. რამდენიმე მოთამაშეს ასეთ დიდ გუნდში მხოლოდ 10-15 მატჩი აქვს ჩატარებული. საბოლოოდ, ეს წნეხი მათ თამაშზე აისახება. ვეცდები, მათ ამ ზეწოლის დამარცხებაში დავეხმარო.” - განაცხადა სულშერმა მატჩის შემდეგ.

ნორვეგიელი ოპტიმისტურადაა განწყობილი: “ცხადია, ქულების რაოდენობა ჩვენც არ მოგვწონს. ვმუშაობთ და მჯერა, ყველაფერს გამოვასწორებთ.”

კომენტარები

ბოლო ამბები