Thumbnail

ტოჩინოშინის მე-7 მარცხი - ახლა ყველა ბრძოლა მოსაგებია!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰაცუ ბაშოზე მე-12 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ტოჩინოშინი ტაკაკეიშოსთან კოტენაგეს ილეთით დამარცხდა

32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის სასტარტო სუპერტურნირზე მე-7 ბრძოლა დათმო.

ქართველი სეკიტორი, რომელიც დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა, ოძეკი ტაკაკეიშოს დაუპირისპირდა და კოტენაგეს ილეთით დამარცხდა.

ტოჩინოშინს ჰაცუ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი აქვს - 5 მოგება და 7 მარცხი. მისი მეტოქე მე-13 საჭიდაო დღეს ოძეკი გოეიდო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები