Thumbnail
  • კილიან მბაპე კრიშტიანო რონალდოს მსგავს კარიერაზე ოცნებობს
  • ფრანგის აზრით, ლიონელ მესის გზას ის ვეღარ გაივლის

კილიან მბაპემ უკვე ძალიან ბევრს მიაღწია და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა, ფაქტობრივად, ახლა დაიწყო. ბევრს მიაჩნია, რომ ფრანგი, რომელიც უკვე მსოფლიოს ჩემპიონია, პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება და ისტორიაში შევა.

'ჩემთვის უკვე გვიანია ისეთი კარიერის გაკეთება, როგორიც მესის აქვს'

21 წლის მბაპემ ‘გაძეტა დელო სპორტთან’ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ინსპირაცია პირველ რიგში კრიშტიანო რონალდოა, ლიონელ მესი კი - ნაკლებად.

“ჩემთვის უკვე გვიანია ისეთი კარიერის გაკეთება, როგორიც ლიონელ მესის აქვს. თუ ეს მინდოდა, მაშინ მონაკოში უნდა დავრჩენილიყავი. ჩემი გზა, ვფიქრობ, უფრო რონალდოს გზას უნდა დაემსგავსოს,” - განაცხადა მბაპემ, რომელმაც არგენტინელი სუპერვარსკვლავისგან განსხვავებით, მშობლიური კლუბი დატოვა.

ფრანგს მიაჩნია, რომ რონალდოსთან ერთად იუვე ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია: “იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ყოველთვის რაღაც აკლდებოდა, ახლა კი ტურინელებს კრიშტიანო რონალდო ჰყავთ, რომელიც ყველგან დიდი ტიტულების მოგების გარანტი იყო.”

თუმცა, მბაპესთვის პირველი მისაბაძი მაგალითი არა რონალდო, ან მესი, არამედ ზინედინ ზიდანი იყო: “როცა ფრანგი ხარ, ცხადია, ზიდანი უნდა იყოს შენთვის სამაგალითო. ზიზუს მერე იყო კრიშტიანო.”

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • ჩირო იმობილე
  • რომელუ ლუკაკუ
  • კრიშტიანო რონალდო
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები