Thumbnail
  • ნიუ ორლეანსი 117:121 სან ანტონიო
  • ზაიონი პირველ მატჩში: 22 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი
  • უილიამსონმა სადებიუტო თამაშში 2 რეკორდი დაამყარა

დებიუტი, რომელსაც მთელი საკალათბურთო სამყარო ელოდა, შედგა - ზაიონ უილიამსონმა NBA-ს მატჩში ითამაშა. დრაფტის პირველმა პიკმა თავისი პირველი შეხვედრა სან ანტონიოს წინააღმდეგ ჩაატარა.

ნიუ ორლეანსმა სან ანტონიოს ლუიზიანაში უმასპინძლა და 5 ქულის სხვაობით დამარცხდა, 117:121. ზაიონმა მატჩი 22 ქულით, 7 მოხსნით და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. მისი 11 სროლიდან 8 ზუსტი გამოდგა, 4-დან 4 სამიანი ჩააგდო.

უილიამსონმა მეოთხე მეოთხედის 3-წუთიან მონაკვეთში ზედიზედ 17 ქულა (!) ჩააგდო, პელიკანსი ანგარიშში წინ გაიყვანა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ბოლო 5 წუთში სან ანტონიომ თამაშზე კონტროლი დაიბრუნა და საბოლოოდ სასურველ შედეგსაც მიაღწია.

პარკეტზე გატარებულ 18 წუთში 19 წლის ზაიონმა ერთდროულად ორი რეკორდი დაამყარა: გახდა პირველი მოთამაშე ლიგის ისტორიაში, რომელმაც თავის სადებიუტო მატჩში 4 ან მეტი სამიანი ისროლა და ეს 100%-იანი სიზუსტით გააკეთა; გააუმჯობესა პელიკანსის ფრენჩაიზის რეკორდი სადებიუტო მატჩში ჩაგდებული ქულების მიხედვით. აქამდე საუკეთესო შედეგი ენტონი დევისს ჰქონდა დაფიქსირებული - ჯერ კიდევ ნიუ ორლეანს ჰორნეთსის რიგებში 2012 წელს. მაშინ დევისმა 21 ქულა ჩააგდო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სან ანტონიოს ლამარკუს ოლდრიჯი გახდა. პელიკანსს მან 32 ქულა ჩაუგდო და ბურთი 14-ჯერ მოხსნა. 20 ქულაა დემარ დეროზანის ანგარიშზე.

პელიკანსს პლეი ოფის ზონასთან 4 მოგება აშორებს, მომდევნო შეხვედრას გუნდი კვლავ საკუთარ კედლებში, დენვერ ნაგეთსის წინააღმდეგ, პარასკევს ჩაატარებს. გრეგ პოპოვიჩის გუნდის მეტოქე AT&T Center-ში ტორონტო რეპტორსი იქნება.

ზაიონ უილიამსონმა სეზონის სტარტი (44 თამაში) მუხლზე გაკეთებული ოპერაციის გამო გამოტოვა. დრაფტის პირველ პიკის მიმართ მოლოდინი განსაკუთრებულია, ბევრი სპეციალისტის აზრით ზაიონს ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ ლიგის მთავარი ვარსკვლვლავი გახდეს.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები