Thumbnail

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა NBA-ს რეგულარულ სეზონში 29-ე თამაში მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ზონაში პოზიციები გაიმყარა. 20 წლის ქართველი ცენტრის გუნდმა ფინიქსი სტუმრად 112:87 დაამარცხა, მე-5 ადგილზეა და ფილადელფიას უსწრებს.

ინდიანას მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა ბითაძე ამჯერად 3 წუთი და 35 წამი ათამაშა. გოგას ქულა არ მოუპოვებია, არც კი უსროლია. სამაგიეროდ, 3 მოხსნა გააკეთა (სამივე დაცვაში) და 1 დაფარებაც ჰქონდა. მან ერთხელ დაკარგა ბურთი, +/- კოეფიციენტი კი +4 გამოუვიდა.

შთაბეჭდავია, როგორ თამაშობს პეისერსი ვიქტორ ოლადიპოს გარეშე. სტუმრად მოპოვებული სოლიდური გამარჯვება ტი ჯეი უორენისა და დომანტას საბონისის დამსახურება გახლდათ. უორენმა, რომელიც ზაფხულში ინდიანაში სწორედ ფინიქსიდან გადავიდა, ყველაზე მეტი, 25 ქულა დააგროვა, ხოლო ლიეტუველმა საბონისმა კი 24 ქულით და 13 მოხსნით შთამეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა. პეისერსის გამთამაშებელი მალკოლმ ბროგდონი მეორე მეოთხედში გააძევეს - მის ნაცვლად თამაშში ტი ჯეი მაკკონელი ჩაერთო და 10 ქულა და 11 პასი გააკეთა.

📺 ვიდეო: ფინიქსი 87:112 ინდიანა (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები