Thumbnail

მილუოკი სტუმრად პარი სენ ჟერმენთან - NBA-ს მატჩი პარიზში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილუოკი ბაქსი და შარლოტ ჰორენტსი NBA-ს მატჩს პარიზში გამართავენ
  • მილუოკის 5 კალათბურთელი პარი სენ ჟერმენს ესტუმრა

მილუოკი ბაქსი და შარლოტ ჰორნეტსი NBA-ს 2020 წლის მატჩს პარიზში გამართავენ. შეხვედრა ''აკორჰოტელს არენაზე'' გაიმართება, რომელიც 15-ათასზე მეტ ქომაგს იტევს.

ფრანგულმა პარი სენ ჟერმენმა მილუოკის ხუთ კალათბურთელს ''პარკ დე პრენსზე'' უმასპინძლა. პსჟ-ს პატ კონატონი, კამერონ რეინოლდსი, დონტე დივინჩენცო, თანასის ანტეტოკუმპო და მისი ძმა მოქმედი MVP იანისის ანტეტოკუმპო ესტუმრნენ.

''ძალიან ბედნიერი ვარ პარიზში ყოფნით. ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიულ სტადიონზე მოვხვდი. მე პარი სენ ჟერმენის დიდი ქომაგი ვარ. ფიფაში ყოველთვის მათ ვირჩევ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის აქ ყოფნა.

მათ მსოფლიოს ორი უძლიერესი მოთამაშე ჰყავთ - ნეიმარი და მბაპე. წარსულში იბრაჰიმოვიჩის ქომაგი ვიყავი. მათ დიდებული ისტორია აქვთ. როცა ფეხბურთის ფანი ხარ, პარიზი ერთ-ერთი ადგილია, სადაც უნდა წახვიდე'' - განაცხადა იანის ანტეტოკუმპომ პარი სენ ჟერმენის ოფიციალურ გვერდთან.

კომენტარები

ბოლო ამბები