Thumbnail

მეორე მატჩი, მეორე გოლი - საბა ლობჟანიძემ რანდერსში ისევ გაიტანა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რანდერსმა საკონტროლო შეხვედრაში ვენდსიუსელი ანგარიშით 4:3 დაამარცხა
  • რანდერსის 25 წლის ქართველი გარემარბი გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა
  • საბა ლობჟანიძემ გოლი ზედიზედ მეორე საკონტროლო შეხვედრაში გაიტანა

საბა ლობჟანიძემ გოლი რანდერსის მეორე ამხანაგურ მატჩშიც გაიტანა. დანიური გუნდის ქართველმა გარემარბმა თავი ამჯერად ქვედალიგელ ვენდსიუსელთან სპარინგში გამოიჩინა, რომელიც რანდერსის გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.

25 წლის ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო, მოედანზე 59-ე წუთზე შესულმა კი მაშინვე გაიტანა. საბამ მახვილი კუთხიდან შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა - 3:3. დარჩენილ დროში რანდერსმა გამარჯვების გოლის გატანა, ლობჟანიძის გადაცემით მოახერხა.

📺 რანდერსი 4:3 ვენდსიუსელი (მიმოხილვა)

Højdepunkter: Randers FC - Vendsyssel FF 4-3

Se alle målene fra dagens 4-3 sejr over Vendsyssel FF 💙 Vito, Egho, Saba og Kallesøe stod for de kronjyske scoringer ⚽⚽⚽⚽

Posted by Randers FC on ოთხშაბათი, 22 იანვარი, 2020

მანამდე ლობჟანიძე გატანილი გოლით ფრედერასიასთან ამხანაგურ მატჩშიც (2:2) გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძე რანდერსის დატოვებასთან ახლოსაა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, მისი დამატებით კი, გავრცელებული ინფორმაციით, ბრონდბიუა დაინტერესებული. საბას გადაბირების მსურველთა შორის თურქული რისეზოსპორიც სახელდებოდა.

დანიის სუპერლიგაში გასული 20 ტურის შემდეგ, რანდერსს 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. საბას გუნდი ზამთრის პაუზის პერიორში კიდევ სამი საკონტროლო მატჩის ჩატარებას აპირებს, ჩემპიონატს კი 16 თებერვალს, ორჰუსთან სტუმრად გასამართი შეხვედრით განაახლებს.

საბა ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგის 2019/20 წლების სეზონის 15 მატჩში ითამაშა, გაიტანა 8 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები