Thumbnail
  • გაზიანტეპი 65:88 იბეროსტარ ტენერიფე
  • გიორგი შერმადინი: 20 ქულა, 7 მოხსნა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-12 ტურში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ სტუმრად თურქული გაზიანტეპი დაამარცხა - 88:65. 

უცნაურია, მაგრამ ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, რაც იმით აიხსნება, რომ ტენერიფეს პლეი ოფის საგზური უკვე განაღდებული აქვს. შერმადინმა 21:00 წუთში 20 ქულა მიითვალა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და 5-დან 4 საჯარიმო. მის ანგარიშზეა 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა. მას და მარსელინიო უერტასს 27-27 მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდათ, ყველაზე მეტი მატჩში. ბრაზილიელმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი გაიმეორა - 17 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 

მატჩის MVP-ად გიორგი შერმადინი და მარსელინიო უერტასი დაასახელეს

ტენერიფე ჯგუფში მაიკლ დიქსონის ნიმბურკთან ერთად ლიდერობს 10-2 ბალანსით, 28 იანვარს შერმადინის გუნდი კანარის კუნძულებზე რიგის ვეფ-ს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები