Thumbnail
  • საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი მოიგო
  • თურქეთთან გამართლი შეხვედრა ანდრია ბითაძემ და რევაზ იმნაიშვილმა შეაფასეს

წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები IX-XII ადგილებისთვის პლეი ოფში ჩაება, სადაც პირველ მატჩში თურქეთს შეხვდა და დამაჯერებლად დაამარცხა - 12:6.

მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები გერმანიის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც რუმინეთს 15:10 მოუგო.

თურქეთთან მოგებით საქართველოს ნაკრებმა ათეულში ადგილი გაინაღდა, რაც ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა.

ევროპის ჩემპიონატზე მოგებული მეორე შეხვედრა ანდრია ბითაძემ და რევაზ იმნაიშვილმა შეაფასეს. მათ თურქებს 4 გოლი გაუტანეს. ბითაძემ მოგებულ მატჩში 3-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო იმნაიშვილმა ერთი გოლის გატანა შეძლო.

რევაზ იმნაიშვილი: "თურქეთი შედარებით სუსტი გუნდია, მაგრამ ჩვენი მძიმე მატჩების შემდეგ, სრული კონცენტრაცია გვჭირდებოდა, რათა მატჩი მოგვეგო. ეს დავალება ძალიან კარგად შევასრულეთ.

საჭირო მომენტში დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, რისი შენარჩუნებაც მოვახერხეთ. საუკეთესო 10 გუნდში მოვხვდით, რაც ჩვენი ქვეყნის პირობებიდან გამომდინარე, საუკეთესო მიღწევაა.  ვეცდებით, რომ მე-9 ადგილისთვის მატჩიც მოვიგოთ".

ანდრია ბითაძე: "რუსეთთან დასანანი მარცხის შემდეგ, კონცენტრაცია რთული იყო. მთავარი ამოცანა მოგება იყო. ხასიათი და მუხტი შევინარჩუნეთ, რაც 6 ბურთით მოგებაში დაგვეხმარა. ამ მოგებით კი ევროპის 10 საუკეთესო გუნდში მოვხვდით. ეს ჩვენი მინიმუმია. მე-9 ადგილისთვის მატჩი უნდა მოვიგოთ. ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, ეს სასაწაული შედეგი იქნება".

ქართველი წყალბურთელების კომენტარები თურქეთთან მოგების შემდეგ

ქართველი წყალბურთელების კომენტარები თურქეთთან მოგების შემდეგ ანდრია ბითაძისა და რევაზ იმნაიშვილის კომენტარები გამარჯვების შემდეგ

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 22 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები