Thumbnail
  • მსოფლიო ძიუდოს ტური ისრაელის დედაქალაქში გაიხსნება
  • საქართველო წლის პირველ ტურნირში 9 ძიუდოისტით გამოვა

2020 წლის ძიუდოს მსოფლიო ტური თელ-ავივში გაიხსნება. ისრაელის დედაქალაქი წლის პირველ ტურნირს 23-25 იანვარს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები თელ-ავივს 9 ძიუდოისტით ესტუმრება. საქართველოს ტურნირზე წარმომადგენლები კაცებშიც ეყოლება და  ქალებშიც. გუნდის დებიუტანტები იმედა გოგოლაძე და ილია სულამანიძე არიან. სამწუხაროდ, ნაკრებს ბაგრატ ნინიაშვილი გამოაკლდა.

თელ-ავივში ტურნირის წილისყრა უკვე გაიმართა და ქართველი ძიუდოისტების მეტოქეებიც გაირკვა.

ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები თელ-ავივის გრან პრიზე

-81 კგ: ლუკა მაისურაძე - რუსლან მუსაიევი (ყაზახეთი) V ანდრეა რეგისი (იტალია)

-90 კგ: იმედა გოგოლაძე V გეორგ როტარუ (რუმინეთი) - ჰარისონ კასარი (ავსტრალია)

-100 კგ: ილია სულამანიძე V ოტო იმალა (შვეიცარია) - გუჰამ ჩო (სამხრეთ კორეა)

+100 კგ: გელა ზაალიშვილი V იუსუკე კუმაშირო (იაპონია)

- 52 კგ: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი V გულთაი მამადალიევა (აზერბაიჯანი)

- 52 კგ: მარიამ ჯანაშვილი V შარლინ ვან სნიკი (ბელგია)

-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი V იულია კოვალჩიკი (პოლონეთი)

-70 კგ: მარიამ ჭანტურია V ემილ სუკი (დანია) - ანკა პოგაცნიკი (სლოვენია)

+78 კგ: სოფიო სომხიშვილი V ანჟელა გასპარიანი (რუსეთი) - გალინა ტარასოვა (უკრაინა)

კომენტარები

ბოლო ამბები