Thumbnail

Funko-მ Cyberpunk 2077-ის ფიგურები ლონდონის სათამაშოების ფესტივალზე დააანონსა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • პრეზენტაციაზე სულ 5 ფიგურა წარადგინეს
  • ფიგურები გაყიდვაში მაისიდან გამოვა, თუმცა მათი წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია

გუშინ, ლონდონის სათამაშოების ფესტივალზე, ცნობილმა სათამაშოების და ექშენ ფიგურების მწარმოებელმა კომპანია Funko-მ, საიბერპანკ ჟანრის სათავგადასავლო თამაშის Cyberpunk 2077-ის ფიგურები დააანონსა.

ჩვენებაზე აუდიტორიას წარუდგინეს თამაშის მთავარი გმირის, V-ის ფიგურა, რომელიც, მოთამაშის არჩევანის მიხედვით, შესაძლოა ქალიც იყოს და მამაკაციც. ასევე, ცნობილი მსახიობის, კიანუ რივზის პერსონაჟის, ჯონი სილვერჰენდის ორი ფიგურა. V-ის მამაკაცი პერსონაჟის ფიგურას ექსკლუზიური მოდელიც აქვს, რომელიც მხოლოდ Gamestop-ის მაღაზიებში გაიყიდება და სიბნელეში გაანათებს.

ლონდონის სათამაშოების ფესტივალზე Funko-მ სულ ხუთი ფიგურა წარადგინა, თუმცა, ინტერნეტში გამოჩნდა მეექვსე ფიგურის, პერსონაჟ ტაკემურას დიზაინიც.

V female

V Male

Jonny Silverhand 1

Jonny Silverhand 2

Takemura

Cyberpunk-ის ფიგურების კოლექცია

Cyberpunk 2077-ის Funko-ს ფიგურები ხელმისაწვდომი მაისიდან გახდება. მისი წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია ამაზონზე და სხვა ვებ გვერდებზეც. რაც შეეხება თითონ თამაშს, ის 2020 წლის 16 აპრილს უნდა გამოსულიყო, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, მისმა დეველოპერმა CD projekt-მა განაცხადა, რომ თამაშის გამოსვლა, სავადაუდოდ, სექტემბრამდე შეყოვნდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები