Thumbnail
  • დერიკ როუზს ჩიკაგოდან წასვლის მერე საუკეთესო სეზონი აქვს
  • მისით ლეიკერსი, კლიპერსი და სიქსერსი დაინტერესდნენ

Yahoo Sports-ის კრის ჰეინსის ცნობით, დეტროიტ პისტონსის გამთამაშებელი დერიკ როუზი NBA-ს რამდენიმე კლუბს სურს, მათ შორის ყველაზე სავარაუდო მისი ლოს ანჯელეს ლეიკერსში და ფილადელფიაში გადასვლაა. მისით ასევე დაინტერესებულია ლოს ანჯელეს კლიპერსი. დეტროიტი პლეი ოფში ვეღარ გადის, დერიკ როუზს კი საუკეთესო სეზონი აქვს მას მერე, რაც ჩიკაგო დატოვა - საშუალოდ 18.3 ქულა და 5.9 პასი აქვს.

დერიკ როუზი: 18.3 ქულა, 5.9 ასისტი

თავად დერიკ როუზი პისტონსში თავს კარგად გრძნობს და მას ტრეიდი არ მოუთხოვია, მაგრამ მისი კონტრაქტის წყალობით გამთამაშებელი ერთ-ერთი სასურველი ვეტერანია ასოციაციაში. ის წელიწადში $7.3 მილიონს იღებს და მომდევნო სეზონზეც ანალოგიური ხელფასი ექნება. ლეიკერსისა და სიქსერსისთვის ეს კარგი ვარიანტია. სავარაუდოდ, პისტონსის მის ნაცვლად დრაფტის პირველი წრის არჩევის უფლებას მოითხოვს, რომელიც ლეიკერსს არ აქვს. 

დერიკ როუზი 2008 წლის დრაფტის პირველ ნომრად აირჩიეს. 31 წლის გამთამაშებელს ოლ სტარში 3-ჯერ უთამაშია, 2011 წელს ის NBA-ის MVP გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები