Thumbnail
  • ინტერ მაიამი აგუეროს გარდა სიტის კიდევ ერთ მოთამაშეს აკვირდება
  • არგენტინელის დამატება სურს ნიუ იორკ სიტისაც

მანჩესტერ სიტი ლეგენდა სერხიო აგუერო დევიდ ბექჰემის ინტერ მაიამის სურს. ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის გუნდი MLS-ს ახალ სეზონში შეუერთდება, რომელიც მარტში დაიწყება. ინტერ მაიამის სახელს ბევრ ცნობილ ფეხბურთელს უკავშირებენ - მათ შორისაა არგენტინელიც.

31 წლის აგუეროს “ქალაქელებთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშრებს, თუმცა გავრცელებული ინფომრაციით, შესაძლოა, სერხიომ ინგლისი უფრო ადრე დატოვოს. ამ დროისთვის აგუეროს ხელფასი კვირაში 280 000 ფუნტია და მისი დამატების შემთხვევაში, ინტერ მაიამის არგენტინელისთვის დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოუწევს.

გარდა ინტერ მაიამისა, არგენტინელი ფორვარდით ნიუ იორკ სიტიც ინტერესდება, რომელიც მანჩესტერ სიტისთან “დამეგობრებული” კლუბია. აგუეროს კარიერის დასრულება ბავშვობის კლუბ ინდეპენდიენტეში სურს, თუმცა კარიერის დასრულებაზე ფიქრი ჯერჯერობით ნაადრევია.  

თავად ინტერ მაიამის მანჩესტერული კლუბიდან აგუეროს გარდა, ესპანელი დავიდ სილვაც სურს. ნახევარმცველის დამატების სურვილს ბექჰემის გუნდი უკვე დიდი ხანია გამოხატავს და რამდენიმე თვეა, ცდილობს მასთან მოლაპარაკებებს.

სერხიომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 16 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები