Thumbnail

ისევ უარყოფით ბალანსზე - ტოჩინოშინს 4-დან სამის მოგება სჭირდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ სუმოისტს 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა
  • ტოჩინოშინს ხვალაც ურთულესი მეტოქე ელის

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის პირველი სუპერტურნირის მე-11 დღეს 32 წლის ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი 34 წლის იაპონელ ოკინოუმის დაუპირისპირდა და იორიკირით წააგო.

📺 ტოჩინოშინი - ოკინოუმი

ტოჩინოშინის სამწუხარო მარცხი ოკინოუმისთან

ტოჩინოშინის სამწუხარო მარცხი ოკინოუმისთან ქართველი სუმოისტის ბალანსი - 5:6

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ოთხშაბათი, 22 იანვარი, 2020

დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდების მქონე ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა აიუმი ფუკუოკას კარიერაში მე-14-ედ გაეჯიბრა და 6 მარცხი მოუგროვდა.

ქართვემა სეკიტორმა სასურველი ჩავლების აღება ვერ მოახერხა და მართალია, მეტოქის პირველ კონტრიერიშს გაუძლო, ოკინოუმიმ კორპუსში შესვლა ერთხელაც შესძლო და ექს-ოძეკი დოჰიოს მიღმა გაიყვანა.

ამგვარად, ტოჩინოშინს 5 მოგების წილ 6 მარცხი მოუგროვდა და მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე ისევ უარყოფით ბალანსზე (მაკე-კოში) გავიდა.

იანვრის სუპერტურნირის დასრულებამდე 4 დღე რჩება და ქართველ სუმოისტს სატიტულო წინსვლისთვის მინიმუმ 3 გამარჯვება სჭირდება.

23 იანვარს ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო იქნება, რომელიც ჩვენებურისთვის უხერხულ მეტოქედ ითვლება. ლევანს 23 წლის იაპონელი 9 ორთაბრძოლაში მხოლოდ ერთხელ ჰყავს დამარცხებული, ერთხელაც კი მეტოქე ტრავმის გამო არ გამოუცხადდა.

ამას ემატება ისიც, რომ ტაკაკეიშო ჰაცუ ბაშოს ჩინებულ ფორმაში შეხვდა და ლიდერთა შორის იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები