Thumbnail

‘აშშ მსოფლიოს საფეხბურთო ძალა გახდება’ - ფიფას პრეზიდენტის მოლოდინი 

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჯანი ინფანტინო საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დონალდ ტრამპს შეხვდა
  • ფიფას პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბურთი აჩუქა

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დავოსში მიმდინარე 50-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ფიფას პრეზიდენტმა ტრამპს ორიგინალური საჩუქარი გადასცა - ფეხბურთის ბურთი.

"მსურს გაცნობოთ, რომ აშშ სულ ახლოსაა მსოფლიოს საფეხბურთო ძალად გადაქცევასთან", - აქვეყნებს ინფანტინოს სიტყვებს ჟურნალისტ იმონ ჯივერსის ტვიტერი.

შეგახსენებთ, რომ აშშ, კანადა და მექსიკა ერთად უმასპინძლებენ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს ფეხბურთში, რომელშიც პირველად ისტორიაში, 48 გუნდი იასპარეზებს. 

აშშ-ის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ვერ მოხვდა, რომელსაც რუსეთმა უმასპინძლა. ახლა ამერიკელები 2022 წლის მუნდიალის შესარჩევში იასპარეზებენ, რომლის წილისყრა კონკაკაფის ზონაში ჯერ არ გამართულა.

კომენტარები

ბოლო ამბები