Thumbnail
  • კალაშნიკოვა/კატო 6:7 (3:7), 3:6 ჩანი/ჩანი
  • ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაება, თუმცა, წლის პირველ სლემტურნირს საწყის წრეშივე გამოეთიშა.

29 წლის კალაშნიკოვა და 25 წლის იაპონელი მიიუ კატო მე-7 ნომრად განთესილ ტაივანურ წყვილს (ჰაო-ჩინ ჩანი/იუნ-იან ჩანი) გაეჯიბრნენ და მართალია, ფავორიტებს პირველ სეტში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, საბოლოოდ, 6:7 (3:7, 3:6) წააგეს.

შეგახსენებთ, რომ ოქსანა შარშანდელ “აუსტრალიან ოუფენსაც” პირველივე წრეში დაემშვიდობა. ის და უკრაინელი დაიანა იასტრემსკა უკრაინელსავე ნადია კიჩენოკსა და ჩინელ იაფან ვანს ვერ გაუმკლავდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები