Thumbnail

'ქომაგები დამატებით მუხტს ქმნიან' - საქართველო დღეს თურქეთს ხვდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 📅 22 იანვარი | ⌚ 16:00 | 🤽‍♂ საქართველო V თურქეთი | 📺 პირველი არხი
  • რევაზ ჩომახიძის გუნდი ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში რუსეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა, ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს და დღეს მეტოქე თურქეთის ნაკრები იქნება.

 📋 მეტი ამ თემაზე:

საქართველოს ნაკრების წყალბურთელებმა რუსეთთან გამართული მატჩი შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მოგება ნამდვილად შეგვეძლო, ხოლო თურქეთთან გასამართი მატჩისთვის განწყობა პოზიტიურია და რევაზ ჩომახიძის გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს, რათა თურქეთი დაამარცხოს.

ზურაბ რურუა (საქართველოს ნაკრების კაპიტანი):

ძალიან დიდი შანსი გვქონდა, რომ რუსეთთან მატჩი მოგვეგო, თუმცა პატარა შეცდომებმა სიტუაციის გამოსწორების შანსი არ მოგვცა და წავაგეთ. მსაჯებზე საუბარს არ დავიწყებ, ევროპის რვა საუკეთესო ნაკრებში მოხვედრის ძალიან დიდი შანსი გვქონდა და ყველაფერი ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ. ახლა უკვე ათეულში შესვლისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

თურქეთთან პრინციპული მატჩი გველის. იოლი თამაში არ იქნება. ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავთ, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ, რადგანაც წინა ევროპის ჩემპიონატზეც ერთად თამაშობდნენ. თავიდანვე აგრესიულად უნდა ვითამაშოთ, რათა აუცილებლად გავიმარჯვოთ.

დამირ ცრეპულია (საქართველოს ნაკრები)

რუსეთთან თამაშის დაწყების დროს ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ მათი გაქცევის შემდეგ ანგარიშში სხვაობის აღმოფხვრა მოვახერხეთ. რამდენიმე სიტუაციაში მსაჯი რუსების მხარეს იყო. რუსებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. რა თქმა უნდა, თურქეთთან რთული მატჩი გველის. სამწუხაროდ, ორი მოთამაშე დაგვაკლდება. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა თურქეთის დამარცხება შევძლოთ.

მონტენეგროდან ბევრ წერილს ვიღებ. საქართველოდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ - ეს ფეისბუქზეც იგრძნობა. ბევრი ადამიანი გვიცნობს. ისეთი ქომაგები, როგორებიც საქართველოში არიან, არასდროს მინახავს. ჩვენი ქომაგები დამატებითი მოთამაშის მუხტს ქმნიან. ისინი წყალში დამატებით მოთამაშის როლს ასრულებენ და მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის.

ნიკოლოზ შუბლაძე (საქართველოს ნაკრები)

ძალიან დიდი ენერგია და ძალა დავხარჯეთ რუსეთთან მოსაგებად, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენი 100% საკმარისი არ იყო. შეცდომებზე ვიმუშავებთ, გამოვასწორებთ. წინ კიდევ ბევრი მატჩი გველის. თურქეთთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ძალიან დიდი მადლობა ქომაგებს, რადგანაც ჩვენ ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას.

ქართველი წყალბურთელების კომენტარები თურქეთთან მატჩამდე

ზუკა რურუას, დამირ ცრეპულიასა და ნიკოლოზ შუბლაძის კომენტარები თურქეთთან მატჩამდე და რუსეთთან გამართული მატჩის შეფასება

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 21 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები