Thumbnail
  • ჯანო ანანიძე თავისუფალი აგენტია
  • ის კომპენსაციის სახით მილიონ ევროზე მეტს მიიღებს

რუსული და კვიპროსული მედიის ინფორმაციით, 27 წლის ჯანო ანანიძეს, რომელმაც მოსკოვის სპარტაკთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა კონტრაქტი, ორი ყველაზე სავარაუდო ვარიანტი აქვს - თემურ ქეცბაიას ანორთოსისი და ბერძნული აეკ-ი. ადრე იყო საუბრები თურქული დენზლისპორისა და რუსული ტამბოვის შესახებაც. 

მეტი ამ თემაზე:

კვიპროსელებს ფავორიტად ანორთოსისი მიაჩნიათ, რადგან ჯანოსა და თემურ ქეცბაიას შორის ყოველთვის კარგი დამოკიდებულება იყო. თანაც, გუნდში ეროვნული ნაკრების 4 წევრია და მეხუთის დამატებით პლეი ოფის უმნიშვნელოვანესი მატჩ(ებ)ის წინ ანორთოსისი შესაძლოა, ნაკრების საბაზისო გუნდადაც იქცეს. 

კვიპროსელები ჯანოს უფრო ანორთოსისს უკავშირებენ

რაც შეეხება აეკ-ს, ათენურ კლუბს მასიმო კარერა წვრთნის, სპარტაკის ექსთავკაცი, რომელიც ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობებს კარგად იცნობს. 

sport-express.ru ამტკიცებს, რომ ჯანომ კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტისთვის მოსკოვის სპარტაკისგან მილიონ ევროზე მეტი უნდა მიიღოს კომპენსაციის სახით. 

ჯანო ანანიძე სპარტაკში 2007 წლიდან ირიცხებოდა, 2009 წელს მას ძირითად გუნდში ჰქონდა დებიუტი. მის პირველსა და ბოლო მატჩს შორის სპარტაკის მაისურით ზუსტად 10 წელი და 122 დღე გავიდა. ანანიძემ სპარტაკის მაისურით 12 გოლი და 18 საგოლე პასი მიითვალა რუსეთის პრემიერ-ლიგაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები