Thumbnail

შვილიშვილის საჩუქარი ბებიას - 83 წლის ადელინა მილანის ვარსკვლავებს შეხვდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფაბიო მოლინარიმ 83 წლის ბებიას სიურპრიზი გაუკეთა
  • ადელინა მილანის თამაშს დაესწრო და ფეხბურთელებს შეხვდა

"თუ ერთხელ მაინც მოხვდება მილანი თქვენს ძარღვებში, ის სამუდამო დარჩება თქვენს სისხლში," - ეს სიტყვები მილანის პორტუგალიელ ფეხბურთელს, მანუელ რუი კოშტას ეკუთვნის...

ფაბიო მოლინარიმ ტვიტერში დაწერა, რომ კვირას ბერლინიდან მილანში ჩადიოდა, რათა 83 წლის ბებია მილანისა და უდინეზეს მატჩზე წაეყვანა. ადელინამ მილანის გამარჯვებითაც გაიხარა და მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებსაც შეხვდა.

ადელინას საყვარელი ფეხბურთელი ახლანდელ მილანში ჯანლუიჯი დონარუმაა. მოლინარის ბებიამ დონარუმას უთხრა, რომ მასთან შეხვედრა დიდი პატივი იყო. მილანის ერთგულ ქომაგს კლუბმა 36-ნომრიანი მაისური გადასცა. ადელინა 1936 წელსაა დაბადებული.

კომენტარები

ბოლო ამბები