Thumbnail

'ეს ოცნება უნდა ავისრულო' - კილიან მბაპე დიდ ჰეთთრიკზე ოცნებობს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • კილიან მბაპეს მიმართ ინტერესს მადრიდის რეალი გამოხატავს
  • ფრანგმა თავისი ოცნებების შესახებ ისაუბრა

კილიან მბაპეს სახელს სხვადასხვა გრანდებს დიდი ხანია უკავშირებენ - განსაკუთრებით კი მადრიდის რეალს. ასევე იყო ლივერპულის ვარიანტიც, თუმცა იურგენ კლოპის აზრით, მათ ამხელა კალიბრის მოთამაშის შესაძენად საკმარისი რაოდენობის თანხა არ გააჩნიათ. 

პარი სენ-ჟერმენმა საფრანგეთის დონეზე ყველა არსებული ტიტულის მოგება შეძლო და მათი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაა. პსჟ-მ 1996 წელს უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში რაპიდი 1:0 დაამარცხა და ტიტული მოიპოვა, თუმცა ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია.

მბაპემ 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მისი ოცნებაა, პარიზულ გუნდთან ერთად მოიგოს საკლუბო დონეზე ყველაზე გამორჩეული ტურნირი.

“ამაყი ვიქნები, თუ შევძლებ პირველი დიდი ევროპული ტიტულის მოგებას პარიზისთვის ეს ჩემი ოცნებაა. ასევე ვოცნებობ დიდ ჰეთთრიკზე: მოვიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები. ზოგი ამბობს, რომ ეს ოცნება მიუწვდომელია. შესაძლოა, ახლა იგი მართლაც არარეალურად გამოუყურება, თუმცა შევეცდები, ეს ოცნება ავისრულო,” - განაცხადა 21 წლის ფეხბურთელმა.

კილიან მბაპეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი აქვს გამართული, სადაც თავი 13 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა.  

კომენტარები

ბოლო ამბები