Thumbnail

კონტაქტური კარატე | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა

  • ჩემპიონატში 4-მა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა და 4-ვემ მედალი მოიპოვა
  • გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 24 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა

ევროპის კონტაქტური კარატეს ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გამართულ ევროპირველობაზე, ლაშა ხაჭაპურიძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიანტები სერგო მოვსესიანი და ლაშა ოზბეთელაშვილი გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებს თენგიზ ბასტოიანი და ოთარ ესიტაშვილი დაეუფლნენ.

გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 24 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ლიეტუვა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი საფრანგეთის ნაკრებმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ქართულმა გუნდმა კონტინენტის პირველობაზე 4 სპორტსმენით იასპარეზა და ოთხივემ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა.

ოქრო - სერგო მოვსესიანი (-65 კგ) 
ოქრო - ლაშა ოზბეთელაშვილი (-75 კგ)
ბრინჯაო - თენგიზ ბასტოიანი (-75 კგ)
ბრინჯაო - ოთარ ესიტაშვილი (-85 კგ)

კომენტარები

ბოლო ამბები