Thumbnail
  • U17 საქართველო 1:1 U17 ისრაელი 
  • 21 იანვარი: U17 საქართველო V U17 ისლანდია 

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე პირველი შეხვედრა გამართა. გიორგი ჩიტაურის გუნდი ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში მე-9 წუთზე ისრაელმა გახსნა. შედეგიანი დარტყმით კაპლანი გამოირჩა. საქართველომ წონასწორობა პირველ ტაიმშივე აღდგენა. 35-ე წუთზე, გოლი გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა დასწრებაზე ითამაშა კარგად და ერთი შეხებით, ძლიერი დარტყმით გაიტანა.

U17 საქართველოს ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირზე B ჯგუფში ტაჯიკეთის, ისრაელის და ისლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. გიორგი ჩიტაურის გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ისრაელი 1:1 საქართველო

გოლები: 1:0 კაპლანი (9), 1:1 მამაგეიშვილი (35)

საქართველო: ხარატიშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, იობაშვილი (74' უგრეხელიძე), აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი (57' ზოსიაშვილი), უბილავა.

კომენტარები

ბოლო ამბები