Thumbnail

'ორგანიზმი ამას ვეღარ უძლებს' - გვარდიოლა დატვირთული გრაფიკით შეწუხებულია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გვარდიოლა გადატვირთული გრაფიკით უკმაყოფილოა
  • ესპანელი ამბობს, რომ ფეხბურთელების და მწვრთნელების აზრს არავინ ითვალისწინებს

პეპ გვარდიოლამ ინგლისური ფეხბურთის გრაფიკთან დაკავშირებით თავისი აზრი კიდევ ერთხელ დააფიქსირა და გადატვირთული კალენდარი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

"გამოსავალი? გამოსავალი ალბათ წელიწადის 400 დღემდე გაზრდაა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ..." - ამბობს ესპანელი, რომელიც ლიგის თასის (კარაბაო) არსებობით შეწუხებულია.

"თამაშებს შორის 2-3 დღიანი დაშორება სულ უფრო და უფრო ხშირი ხდება. ეს ფეხბურთელებისთვის დიდი ტანჯვაა, ამ დროს ორგანიზმი ამბობს 'გეყოფათ' მაგრამ ეს ვის აინტერესებს?"

"ყველა მწვრთნელი ამაზე საუბრობს მაგრამ არაფერი იცვლება - ნაკლები თამაში, ნაკლები შეჯიბრება, ნაკლები გუნდი, მეტი ხარისხი! როგორმე გაძლებს ხალხი თუ რამდენიმე მატჩით ნაკლებს ვითამაშებთ."

კომენტარები

ბოლო ამბები