Thumbnail
  • გერმანული მედია: ბაიერნს რეალის მცველი არენდით მიჰყავს
  • ზინედინ ზიდანი ალვარო ოდრიოსოლას იშვიათად იყენებს

გერმანული სპორტული მედიის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნის ზამთრის პირველი ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია და ბავარიული გრანდი ამ ამბავს მალე ოფიციალურად დაადასტურებს.

‘ბილდისა’ და ‘შპორტ ბილდის’ ცნობით, ბაიერნს მადრიდის რეალის მარჯვენა მცველი, 24 წლის ალვარო ოდრიოსოლა მიჰყავს!

ესპანელი ‘სამეფო კლუბში’ მეორე სეზონს ატარებს, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ძალიან იშვიათად ხვდება, რადგან ზინედინ ზიდანის გუნდში, მის პოზიციაზე დანი კარვახალი თამაშობს, რომელიც ზიზუს ფორმაციის რეალში შეუცვლელი ფიგურაა. ოდრიოსოლამ ამ სეზონში მხოლოდ 5 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, რეალი მზადაა, იგი ბაიერნში გაანათხოვროს.

მადრიდელებმა ალვარო ოდრიოსოლა 2018 წელს, რეალ სოსიედადიდან 30 მილიონ ევროდ შეიძინეს. მას რეალთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. ტრანსფერმარკტი ოდრიოსოლას ახლა 20 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები