Thumbnail
  • ტიმო ვერნერზე დიდი მოთხოვნაა
  • გერმანელის დამატებასთან ყველაზე ახლოს ლივერპულია
  • ბარსელონა მას სუარესის შემცვლელად განიხილავს

ტიმო ვერნერი წელს ძალიან კარგ სეზონს ატარებს და გერმანელს ბევრი ევროპული გრანდი აკვირდება. ლაიპციგს მისი შენარჩუნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც გაუჭირდება. 

23 წლის ფეხბურთელს ბარსელონა, ჩელსი და ლივერპული აკვირდებიან. გერმანული Bild-ის ცნობით, თავად ტიმოს კარიერის გაგრძელება ლივერპულში სურს. გავრცელებული ინფორმაციით, “მერსისაიდელებს” ვერნერის ტრანსფერის განსახორციელებლად 60 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ. 

ტიმო ვერნერს თამაში ლივერპულში სურს

გარდა ლივერპულისა, ფორვარდის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას ბარსელონა იჩენს. ლუის სუარესი ტრამვის გამო დაახლოებით 4 თვეს გამოტოვებს და კატალონიურ კლუბს ზამთარში ფორვარდის ყიდვა და წინა ხაზის გაძლიერება სურს. ამისთვის ტიმო ვერნერი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტია.

გერმანელით დაინტერესებულია ლონდონის ჩელსიც, თუმცა თავად ფეხბურთელს ლონდონში თამაში არ სურს, ამიტომ “არისტოკრატებს” მისი შეძენის იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ.

ზაფხულში ვერნერის დამატება სურდა მიუნხენის ბაიერნსაც, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა და გერმანელი ლაიპციგში დარჩა.

ვერნერმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი გამართა, სადაც თავი 20 გატანილი გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გერმანელს 6 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაში.    

კომენტარები

ბოლო ამბები