Thumbnail

‘მართლა არ ვიცი, რა იქნება 1 წლის შემდეგ’ - მარია შარაპოვა წასვლაზე ფიქრობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მარია შარაპოვა პირველივე წრეში, დონა ვეკიჩთან დამარცხდა
  • შესაძლოა, ეს რუსისთვის ბოლო ავსტრალიის ღია პირველობა იყოს

ერთ დროს მსოფლიოს პირველი ჩოგანი მარია შარაპოვა ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველივე წრეში, ხორვატ დონა ვეკიჩთან ორ სეტში, 3:6, 4:5 დამარცხდა და წლის პირველ დიდ სლემზე, დიდი ალბათობით, უკანასკნელად იასპარეზა.

კითხვაზე, ითამაშებს თუ არა ავსტრალიის ღია პირველობაზე გაისადაც, 32 წლის რუსმა ჩოგბურთელმა ვეკიჩთან მატჩის შემდეგ ასე უპასუხა: “არ ვიცი. მართლა არ ვიცი.”

შეგახსენებთ, რომ შარაპოვა, რომელიც შარშან წლის პირველი დიდი სლემის მერვედფინალში გავიდა, წელს ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში უაილდქარდით მოხვდა.

“ბედნიერი ვარ, რომ წელსაც ვითამაშე. ძალიან რთულია იმის თქმა, რა და როგორ იქნება 12 თვის შემდეგ,” - დასძინა დიდი სლემის ტურნირების 5-გზის გამარჯვებულმა შარაპოვამ.

თავისი 5 დიდი ტიტულიდან შარაპოვამ უკანასკნელი 2014 წელს მოიგო (როლან გაროსი). მარიამ აღნიშნა, რომ წელს კიდევ რამდენიმე ტურნირზე ასპარეზობას გეგმავს, მაგრამ ვერაფერს იწინასწარმეტყველებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • რაფაელ ნადალი
  • როჯერ ფედერერი
  • დომინიკ ტიმი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები