Thumbnail
  • ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკში 2009 წლიდან თამაშობდა
  • 27 წლის ქართველი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი გახდა

ჯანო ანანიძემ მოსკოვის სპარტაკთან კონტრაქტი გაწყვიტა, რაც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა. შესაბამისად, 27 წლის ქართველ ნახევარმცველს შეუძლია, რომ ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.

ქართველ ფეხბურთელთან განშორებას მოსკოვის სპარტაკი ასე გამოეხმაურა: "ჯანოს ჯანმრთელობასა და წარმატებებს ვუსურვებთ".

სანამ ანანიძე სპარტაკთან კონტრაქტს გაწყვეტდა, ვრცელდებოდა ცნობები მისი ანორთოსისში შესაძლო გადასვლის თაობაზე. კვიპროსული მედია წერდა, რომ ანორთოსისი ჯანოს იჯარით გადაბირებაზე მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ ანორთოსისს ქართველი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია უდგას სათავეში. 

ახალი რეალობით, კვიპროსელებს ანანიძესთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება შეუძლიათ, მაგრამ რამდენად მოისურვებს ამას თვითონ ფეხბურთელი, ეს ცალკე საკითხია.  

ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკში 2009 წლიდან ირიცხებოდა. ამ პერიოდში, ის ორჯერ იყო განათხოვრებული: ჯერ როსტოვში და შემდეგ, კრილია სოვეტოვში.

კომენტარები

ბოლო ამბები