Thumbnail

ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება ჰაცუ ბაშოზე - ბალანსი თანაბარია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰაცუ ბაშოზე მე-10 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ტოჩინოშინმა ასანოიამა შიტატენაგეს ილეთით დაამარცხა

32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის სასტარტო სუპერტურნირზე მეხუთე ბრძოლა მოიგო.

ქართველი სეკიტორი, რომელიც დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა, სეკივაკე ასანოიამას დაუპირისპირდა და მეტოქე შიტატენაგეს ილეთით დაამარცხა. ქართველი სუმოისტის ბრძოლა 15 წამზე დიდხანს გაგრძელდა და გორგაძის გამარჯვებით დასრულდა.

ტოჩინოშინის ბალანსი ამჯერად უკვე თანაბარია - 5 მოგება და 5 მარცხი. მისი მეტოქე მე-11 საჭიდაო დღეს აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა, ოკინოუმი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები