Thumbnail
  • პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 129:124 (113:113) გოლდენ სტეიტ უორიორსი
  • დამიან ლილარდმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა

ამ კაცს თანაგუნდელები კარგად რომ ეხმარებოდნენ, პორტლენდი გაცილებით წინ იქნებოდა!

დამიან ლილარდმა გოლდენ სტეიტს 61 ქულა ჩაუგდო (37-დან 17, 20-დან 11 სამქულიანი, 16 ზუსტი საჯარიმო), მაგრამ პორტლენდს დასავლეთ კონფერენციის ყველაზე სუსტ (უფრო სწორად, დასუსტებულ) გუნდთან მოსაგებად მაინც ოვერტაიმი დასჭირდა. 61 ქულა ლილარდის პირადი და ბლეიზერსის ფრენჩაიზ-რეკორდია. ამასთან, ლილარდს 10 მოხსნა და 7 პასიც ჰქონდა. მან ბურთი მხოლოდ 2-ჯერ დაკარგა.

სწორედ ლილარდი იყო ის კაცი, ვინც პორტლენდი დაუჯერებელი სტეპბექ-სამიანით ოვერტაიმში გადაიყვანა. დ’ანჯელო რასელმა გათანაბრება სცადა, თუმცა არც მას და არც ალეკ ბერკსს არაფერი გამოუვიდათ. ოვერტაიმში პირველი 6 ქულა უორიორსმა ჩააგდო, მაგრამ პორტლენდი თამაშში მალევე დაბრუნდა - განსაკუთრებით ენფერნ სიმონსის ‘ველური’ სამიანით. მერე ლილარდმა თავისი მე-11 სამქულიანიც ჩააგდო, ხოლო გარი ტრენტმა 35 წამით ადრე გუნდი ისევ წინ გაიყვანა.

ლილარდის შემდეგ, ყველაზე მეტი ქულა უაითსაიდს ჰქონდა და ისიც ‘მხოლოდ’ 17, თუმცა მან 21 ქულაც დააგროვა და ორმაგი დუბლი შეასრულა.

📺 ვიდეო: დამიან ლილარდის 61 ქულა გოლდენ სტეიტთან

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები