Thumbnail
  • იუტა ჯაზი 118:88 ინდიანა პეისერსი
  • გოგა ბითაძემ 10 წუთი ითამაშა და 5 ქულა ჩააგდო

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსის 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - 20 წლის ქართველი ცენტრის გუნდმა დენვერთან ბევრისთვის მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ, იუტა ჯაზთან სტუმრად 88:118 წააგო. თუმცა, ეს წაგება, შეგვიძლია, ‘დაგეგმილ მარცხად’ მივიჩნიოთ.

პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა ბითაძეს ამჯერად მეტი სათამაშო დრო მისცა. გოგამ 10 წუთი ითამაშა და ამ დროში 5 ქულა დააგროვა და 1 მოხსნაც (დაცვაში) ჰქონდა. ბითაძემ 5 ორქულიანი ესროლა და 2 ჩააგდო. გარდა ამისა, მან 2 საჯარიმოდან 1 გამოიყენა და +/- კოეფიციენტი -5 გამოუვიდა.

დენვერთან სამმაგი დუბლის შემდეგ, საბონისს იუტასთან 10 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა

იუტა დასვენებული იყო, რასაც ვერ ვიტყვით ინდიანაზე. შესაბამისად, ჯაზი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა. დონოვან მიტჩელმა 25 ქულით გაიბრწყინა, რუდი გობერმა კი - 20 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

თავიდან პეისერსი მეტოქეს ასე თუ ისე მიჰყვებოდა, მაგრამ მეორე მეოთხედში იუტას 18:5 გაქცევამ ცხადი გახადა, რომ ჯაზი ამ თამაშს მოიგებდა. პეისერსიდან ყველაზე მეტი ქულა (12-12) მაილს ტერნერმა და აარონ ჰოლიდეიმ დააგროვეს. ტერნერს 6 ჩაჭრაც ჰქონდა. მაკკონელმა რეზერვისტის რანგში 10 ასისტი შეასრულა. დომანტას საბონისმა, რომელმაც დენვერთან კარიერის პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა, ამჯერად მხოლოდ 10 ქულა ჩააგდო და 8 მოხსნა მიითვალა.

ინდიანა პეისერსს 44 მატჩის შემდეგ 28 მოგება და 16 მარცხი აქვს - გოგა ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 23 იანვარს, ფინიქსთან გამართავს.

📺 ვიდეო: იუტა 118:88 ინდიანა (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები