Thumbnail

რეალის ახალი ბრაზილიელი ტალანტი - ფლამენგოს მასში 30 მილიონი გადაუხადეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რეინიერ ჟეზუშ კარვალიო რეალის ფეხბურთელია
  • ესპანური მედიის ცნობით, მასში 30 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მადრიდის რეალმა ახალი ტრანსფერი გამოაცხადა - ფლამენგომ და "სამეფო კლუბმა" მოილაპარაკეს და 18 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი რეინიერი 2026 წლის ივნისამდე რეალის ფეხბურთელი გახდა. 

ამჟამად რეინიერი ბრაზილიის 23-წლამდელთა გუნდში წინასაოლიმპიადო ტურნირში მონაწილეობს, მისი დასრულების შემდეგ რეინიერი რეალ მადრიდ კასტილიას შეუერთდება და რაულის თავკაცობით ითამაშებს. 

რეინიერ ჟეზუშ კარვალიო ქალაქ ბრაზილიაში დაიბადა. ის ამპლუით ნახევარმცველია, ფლამენგოს რიგებში 14 თამაშში 6 გოლი გაიტანა. 

6-წლიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ, რეალი ბრაზილიურ კლუბს 30 მილიონ ევროს გადაუხდის. ამ თანხიდან 24 ფლამენგოს დარჩება, 6 კი ფეხბურთელის ოჯახსა და აგენტს შორის განაწილდება. 

რეალმა რეინიერისთვის ბრძოლაში ლივერპული, მანჩესტერ სიტი, არსენალი, პსჟ და სხვა გრანდები დაამარცხა. 

კომენტარები

ბოლო ამბები