Thumbnail

ნამდვილი ლიდერის საქციელი - კომპანიმ მინიოლე ანდერლეხტის ფანებისგან დაიცვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ანდერლეხტი 1:2 ბრიუგე
  • ვენსან კომპანის ღირსეული საქციელი

ბელგიის ჟუპილერლიგის 22-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა - ბელგიური კლასიკა, ანდერლეხტმა ბრიუგეს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ამ გამარჯვებით ბრიუგე 52 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს ჩემპიონატს და მე-2 ადგილზე მყოფ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტს 10 ქულით უსწრებს. ანდერლეხტი კი კრიზისშია - მხოლოდ მე-9 ადგილზეა.

თამაშის მიმდინარეობისას ანდერლეხტის ფანებმა სტუმართა გოლკიპერის, სიმონ მინიოლეს მიმართულებით მაშხალა ისროლეს. რასაც ემოციურად გამოეხმაურა ანდერლეხტის კაპიტანი ვენსან კომპანი, რომელმაც ფანებს მკაცრი ჟესტით მოუწოდა მეორედ აღარ გაემეორებინათ ასეთი საქციელი და კარში დააბრუნა შეშინებული მინიოლე. 

ამ ინციდენტს თვით გარი ლინეკერი გამოეხმაურა: "კომპანის შესანიშნავი საქციელი". 

კომენტარები

ბოლო ამბები