Thumbnail
  • წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიაზე არქიც გამოარჩიეს
  • დეველოპერული კომპანია სპორტში მნიშვნელოვან ქველმოქმედებას ახორციელებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიაზე "არქის" სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ქველმოქმედებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. 

"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გვერგო ეს მნიშვნელოვანი ჯილდო. მოგეხსენებათ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულება ქართული სპორტის მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. ქართველი სპორტსმენები თავდაუზოგავად შრომობენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე ასახელონ. ჩვენ კი ვცდილობთ, თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანოთ მათი და ახალგაზრდა თაობის მოტივაციაში", - ამბობს შიო ხეცურიანი, "არქის" გენერალური დირექტორი.

დაჯილდოების ყოველწლიურ ღონისძიებაზე წლის 6 საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ექვსივე გამარჯვებული არქელია. 2019 წელს ლუხუმ ჩხვიმიანს, გენო პეტრიაშვილს, ლაშა გობაძეს, ბექა ლომთაძესა და ნუგზარ წურწუმიას დეველოპერულმა კომპანია "არქიმ" საჩუქრად ბინები გადასცა, ლაშა ტალახაძე კი არქელების ოჯახს 2017 წელს შეუერთდა.

არქის სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ქველმოქმედებისთვის ჯილდო გადაეცა!

📣 არქის სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ქველმოქმედებისთვის ჯილდო გადაეცა 🎉 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიაზე 6 საუკეთესო სპორტსმენიც გამოავლინეს. 🏠 ექვსივე მათგანი არქელების დიდი ოჯახის წევრია 💙

Posted by არქი - Archi on ორშაბათი, 20 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები