Thumbnail

პენალტი სამჯერ გაიმეორეს, მეკარე გააძევეს და მაინც არაფერი გამოვიდა...

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უჩვეულო ამბავი თურქეთის მესამე ლიგიდან
  • უსაკსპორისა და ველიმესესპორის მატჩში მსაჯი ყურადღების ცენტრში იყო

თურქეთის მესამე ლიგაში უჩვეულო ამბავი მოხდა.

უსაკსპორისა და ველიმესესპორის მატჩში 90-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მასპინძლების კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ფათიჰ დილეკმა დაარტყა, მაგრამ მას მეკარე ერსინ აიდინმა აუღო. მასპინძლებს ეს ამბავი ძალიან გაუხარდათ, რადგან 2:0-ს იგებდნენ და გამარჯვებას საფრთხე აღარ ემუქრებოდა. მაგრამ მსაჯმა პენალტის თავიდან შესრულების ბრძანება გასცა - მიზეზი: მეკარე დარტყმის დროს ხაზის წინ იდგა. ამასთან, არბიტრმა აიდინს ყვითელი ბარათიც მისცა.

თერმეტმეტრიანი მეორედაც დილეკმა დაარტყა და აიდინმა ისევ მოიგერია! მსაჯმა ისევ მიმართა თავის ასისტენტს და კიპერის მხრიდან კვლავ წესების დარღვევა დააფიქსირა - თანაც, აიდინი გააძევა. ეს უკვე 98-ე წუთზე ხდება!

მასპინძელთა ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, მეკარის ფორმა მინდვრის მოთამაშე ლევენთ აკტუგმა გადაიცვა და კარში ჩადგა. ბურთთან ისევ დილეკი მივიდა და… ალბათ უკვე ხვდებით, რაც მოხდა, მაგრამ მაინც ვიდეოს ნახვა ჯობია...

კომენტარები

ბოლო ამბები