Thumbnail

'მან ევროპელებს სუმოს სამყარო დაანახა' - Japan Times-მა კოკაის სტატია მიუძღნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

იაპონიის ყველაზე პოპულარულმა და ძველმა ყოველდღიურმა ინგლისურენოვანმა გაზეთმა The Japan Times-მა სტატია ქართული პროფესიული სუმოს პიონერ კოკაის მიუძღვნა: "კოკაი ევროპელ რიკიშებს სუმოს სამყაროში მოხვედრაში დაეხმარა".

"ისტორიაში პირველი რიკიში, რომელიც იაპონიაში არ დაბადებულა, თუმცა პროფესიულ სუმოში 1934 წელს მოხვდა, იყო ჰირაგა. ჰირაგა კალიფორნიელი იაპონელი იყო. დეკადის შემდეგ კი ოზუმოში (პროფესიული სუმო) პირველი არაიაპონელიც გამოჩნდა - ჯესი კუჰაულუა. ტაკამიამას შიკონათი ცნობილი სუმოისტი ჰავაელი იყო.

THE JAPAN TIMES: გაგამარუსა და ტოჩინოშინის წასვლის დროც მოდის

კიდევ ნახევარი საუკუნე დასჭირდა იმისთვის, რომ სუმოს ელიტაში პირველი ევროპელი გამოჩენილიყო. ეს კაცი იყო ლევან ცაგურია, რომელიც საქართველოს წარმოადგენდა და კოკაის (შავი ზღვა) შიკონათი ასპარეზობდა.

2010 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მისმა მოსვლამ მცირე ტალღა გამოიწვია ევროპელი სუმოისტების იაპონიაში მოსვლის: ტაკანოიამა (ჩეხეთი), ძმები როჰო და ჰაკუროძანი (რუსეთი), კოტოოშუ (ბულგარეთი) - ყველა მათგანი კოკაის სადღაც 18-თვიან შუალედში მიყვა. 

კოკაი იყო დიდი და ღონიერი რიკიში, რომელმაც სუმოში ენერგიული საბრძოლო სტილი მოიტანა. მას სუმოს ტექნიკა აკლდა, მაგრამ ამის კომპენსირებას ყოვლისმომცვლელი ძალისხმევით ახერხებდა.

189 სმ. სიმაღლის ქართველის საბრძოლო წონა დაახლოებით 155 კილოგრამი იყო, მისი ენერგიული ხელის კვრებით ბევრი მოწინააღმდეგე გავარდნილა დოჰიოდან.

თავისუფალი სტილით ყოფილმა მოჭიდავემ სუმოს 6 დივიზიონიდან 4-ში მოიგო ტიტული, მისთვის საუკეთესო ბაშო 2008 წლის მარტში შედგა - როცა 12-3 ბალანსით მხოლოდ დიდ ჩემპიონ ასაშორიუს ჩამორჩა. ბედის ირონიით, სამივე მარცხი მან მარტის ბაშოზე ევროპელებისგან განიცადა. 

ტოჩინოშინი (მარცხნივ) და კოკაი (ცენტრში)

კოკაის უმცროსი ძმა მის ნაკვალევს გაყვა, სანამ მათი მამა არ გარდაიცვალა საქართველოში, მას უკან დაბრუნება და ოჯახის მიხედვა მოუწია. 2010 წელს სოხუმელმა კოკაიმ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან ღირსების ორდენი მიიღო - ქვეყნის გარეთ საქართველოს იმიჯის საუკეთესოდ წარდგენისთვის.

დიდი ჩემპიონი ასაშორიუ ორჯერ დაამარცხა

კოკაიმ თავის თანამემამულეებსაც, გაგამარუსა და ტოჩინოშინსაც გაუკვალა გზა ოზუმოში. კარიერის დასრულების მიუხედავად "შავი ზღვა" სუმოში რჩება, ის 2018 წელს 4 წლის ვადით საქართველოს სამოყვარულო სუმოს პრეზიდენტად აირჩიეს". 

შეგახსენებთ, რომ კოკაი ფუტოშის დებიუტი 2001 წელს შედგა. კარიერის განმავლობაში მისი ყველაზე მაღალი რანგი კომუსუბი იყო. კოკაიმ 4 დივიზიონი (ჯურიო, მაკუშიტა, სანდანმე, ჯონიდანი) მოიგო, ერთხელ გახდა ელიტის ვიცე-ჩემპიონი, 2-ჯერ მოიგო მებრძოლი სულის პრიზი და 2-ჯერ მიიღო ოქროს ვარსკვლავი იოკოძუნა ასაშორიუს დამარცხებისთვის. მან ჯამში 68 ბაშოზე იასპარეზა და კარიერაში 446 გამარჯვება მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები