Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილს პირველი მატჩი ხვალ დილით ელის
  • მოგვიანებით ჩაებმება ტურნირში ოქსანა კალაშნიკოვა

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის მიმდინარე გათამაშებაში 26-ე ნომრადაა განთესილი, პირველ მატჩს ხვალ, 21 იანვარს ჩაატარებს.

სამშაბათი მელბურნის კორტებზე ძალიან დატვირთული დღე იქნება, რადგანაც დაგეგმილზე მეტი – ერთბაშად 96 შეხვედრა ჩატარდება.

ამის მიზეზი დღევანდელი უამინდობაა, რის გამოც თამაშები მხოლოდ გადახურულ კორტებზე წარიმართა და საერთო ჯამში, მატჩების ნახევარი გადაიდო.

შედეგად, 21 იანვარს შეხვედრები ჩვეულებრივზე ნახევარი საათით ადრე, თბილისის დროით 03:30 საათიდან დაიწყება, ბასილაშვილი და სამხრეთკორეელი კვონ სუნ ვო კი მე-12 კორტზე დაახლოებით 07:00 საათიდან გავლენ.

ხვალვე ჩაატარებენ პირველი წრის შეხვედრას ესპანელი ფერნანდო ვერდასკო და “იღბლიანი წაგებული” – რუსი ევგენი დონსკოი, რომელთა შორის გამარჯვებულსაც ნიკოლოზი იმ შემთხვევაში შეხვდება, თუკი სამხრეთკორეელი დაამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ “აუსტრალიან ოუფენის” შარშანდელ გათამაშებაში ბასილაშვილმა 2 რაუნდი გაიარა, ამდენად, საკმაო ქულები აქვს დასაცავი.

ოქსანა კალაშნიკოვა ტრადიციულად წყვილთა ტურნირში ითამაშებს

ავსტრალიაში იმყოფება კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ძალებს ტრადიციულად წყვილთა თანრიგში მოსინჯავს.

კალაშნიკოვა და იაპონელი მიიუ კატო საწყის წრეში ტაივანელებს – ჰაო-ჩინ ჩანსა და იუნ-ჯან ჩანს გაეჯიბრებიან და მე-7 რეიტინგის მქონე აზიელებთან ფავორიტებად ნამდვილად არ მოიაზრებიან.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • რაფაელ ნადალი
  • როჯერ ფედერერი
  • დომინიკ ტიმი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები