Thumbnail

U15 საქართველო ევროპის საკალათბურთო ლიგის ლიდერებშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ირაკლი ტომარაძის გუნდს 10 ტურში 8 მოგება აქვს
  • U16 საქართველო ნაკლები წარმატებით თამაშობს

საქართველოს 15 და 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრე დაასრულეს.

მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა 16-წლამდელებმა მატჩები ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარეს, ხოლო ირაკლი ტომარაძის 15-წლამდელებმა – რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში. 

ტომარაძის გუნდმა 4-დან 3 თამაში მოიგო. 15-წლამდელების ბოლო მეტოქე ლატვიური ვალმიერა იყო, რომელსაც  ქართველებმა 66:53 სძლიეს. 20 ქულით საუკეთესო გახდა ლევან ძინძიბაძე. 13 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა ანრი ბელთაძემ, ხოლო თენგო გოგიშვილის ანგარიშზე 10 ქულა და 7 მოხსნა გახლდათ. 

ტომარაძის გუნდს ევროპის ლიგის 2 წრის ჯამში 8 მოგება და 2 მარცხი აქვს და იდენტური შედეგის მქონე ტრინტასთან (რუსეთი) და სპორტა ბოდესთან (ლატვია) ერთად, 16 გუნდს შორის პირველ-მესამე ადგილებს იყოფს.

ბოლო, მე-3 წრის 5 მატჩს საქართველო 2005 12-15 მარტს ტიგაში გამართავს, რის შემდეგაც საუკეთესო გუნდები სუპერფინალში გავლენ და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიის დედაქალაქში გამართული 5 შეხვედრიდან 2 მოიგო. ჩვენი გუნდის ბოლო მეტოქე ჩეხური ბრნო გახლდათ, რომელმაც 56:44 გვაჯობა. ჩეხებთან მატჩში 12 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ლუკა კუჭუხიძე. 9 ქულა და 6 მოხსნა გიორგი სულაბერიძემ მიითვალა. გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზე კი 7 ქულა იყო.

საერთო ჩათვლაში, 5 მოგებითა და 5 მარცხით, ქართველები მე-7 ადგილზე არიან. საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ლიგის მე-3, დასკვნით წრეს 12-15 მარტს პოლონეთის ქალაქ პოზნანში ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები