Thumbnail

ტოჩინოშინის მე-4 მოგება - გორგაძემ ტამავაში დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰაცუ ბაშოზე მე-9 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ტოჩინოშინმა ტამვაში იორიკირის ილეთით დაამარცხა

32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის სასტარტო სუპერტურნირზე მეოთხე ბრძოლა მოიგო.

ქართველი სეკიტორი, რომელიც დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა, აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირას, ტამავაშის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

გორგაძის ბალანსი ისევ უარყოფითია - 4 მოგება და 5 მარცხი. ტოჩინოშინის მეტოქე მე-10 საჭიდაო დღეს სეკივაკე ასანოიამა იქნება.

ლევან გორგაძის გამარჯვება ტამავაშისთან

ტოჩინოშინმა ტამავაშის იორიკირით მოუგო

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ორშაბათი, 20 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები