Thumbnail
  • სტივ ჯონსონი 3:6, 2:6, 2:6 როჯერ ფედერერი
  • ‘მაესტრომ’ თამაში 3 სეტში, ადვილად მოიგო
  • მეორე წრეში როჯერი კრაინოვიჩს (ATP 40) ან ჰალისს (ATP 215) შეხვდება

როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა, როგორც მოსალოდნელი იყო, იოლი გამარჯვებით დაიწყო. ლეგენდარული შვეიცარიელი წლის პირველ დიდ სლემზე 21-ედ თამაშობს. რეკორდსმენმა პირველ წრეში ამერიკელი სტივ ჯონსონი (ATP 75) სამ სეტში, 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა.

ფედერერს სხვა ვარსკვლავებთან შედარებით ერთი უპირატესობა ჰქონდა: მან გადახურულ Rod Laver Arena-ზე ითამაშა და წვიმამ ხელი მხოლოდ ცოტა ხნით შეუშალა. პირველ სეტში, როდესაც ანგარიში 4:1 იყო შვეიცარიელის სასარგებლოდ, თამაში წვიმის გამო ცოტა ხნით შეწყდა, თუმცა არენა მალე გადახურეს.

თამაში წვიმის გამო მხოლოდ ცოტა ხნით შეწყდა - არენა მალე გადახურეს

“კმაყოფილი ვარ. პირველივე თამაში ძალიან კარგად ჩავატარე და იმედი მაქვს, მთელი წლის განმავლობაში ასე ვითამაშებ,” - განაცხადა ფედერერმა მატჩის შემდეგ.

როჯერი მეორე წრეში ან ფილიპ კრაინოვიჩს შეხვდება (ATP 40), ანაც კვენტინ ჰალისს (ATP 215). აქვე ვთქვათ, რომ ავსტრალიის ღია პირველობის (საპრიზო ფონდი 44 მილიონი ევრო) პირველ წრეში მოულოდნელი მარცხი იწვნია მე-13 ნომრად განთესილმა კანადელმა დენის შაპოვალოვმა, რომელიც უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან 3:6, 7:6 (9:7), 1:6, 6:7 (3:7) დამარცხდა.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • რაფაელ ნადალი
  • როჯერ ფედერერი
  • დომინიკ ტიმი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები