Thumbnail
  • ბარსელონა 1:0 გრანადა
  • სეტიენი ბარსას თამაშით კმაყოფილია
  • თამაშის ხარისხი იდეალური არ იყო

ლეო მესის გვიანმა გოლმა ბარსას კიკე სეტიენის სადებიუტო მატჩი გამარჯვება მოუტანა. მატჩის შემდეგ სეტიენი ძალიან კმაყოფილი ჩანდა, შეიძლება ითქვას, რომ ზომაზე მეტად კმაყოფილიც კი, რადგან ბარსას თამაში გრანადასთან იდეალურისგან ძალიან შორს იყო და მესის გოლიც მხოლოდ მას შემდეგ გავიდა, რაც გრანადა 10 კაცით დარჩა.

კიკე სეტიენი: "ჩვენ ბევრი რამე ძალიან კარგად გავაკეთეთ. იოლი არ არის თამაში, როდესაც მეტოქე მთელი გუნდით დაცვაშია, თუმცა საკუთარ გეგმას მივყევით. კმაყოფილი ვარ, დღეს როგორც ვითამაშეთ".

ჟურნალისტებმა სეტიენს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში ლუის სუარესის პოტენციურ შემცვლელზეც ჰკითხეს. ბარსას შეუიარაღებელი თვალითაც კი ეტყობოდა, რომ სუარესის გარეშე უჭირდა - ურუგვაელის გარეშე ძალიან დიდი ტერიტორიული უპირატესობის მომენტებად გარდაქმნა კატალონელთათვის იოლი არ იყო. თუმცა, ამ კითხვაზე სეტიენს პასუხი არ ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები