Thumbnail
  • მამუკა გორგოძე რაგბის კავშირში გასამართ არჩევნებს გამოეხმაურა
  • ცნობილი სპორტსმენები მხარს ირაკლი აბუსერიძეს უჭერენ

საქართველოში რაგბის კავშირის არჩევნები 31 იანვარს გაიმართება. ოფიციალურად, პრეზიდენტობის არჩევნებისთვის მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული - გოჩა სვანიძე.

სვანიძის სავარაუდო კონკურენტები ბაჩო ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე არიან. ამ უკანასკნელმა საკუთარი პროგრამა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში წარადგინა.

საქართველოს რაგბის კავშირში გასამართ არჩევნებს ქართული რაგბის ლეგენდა, მამუკა გორგოძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანდიდატების გაერთიანება თუ ვერ მოხერხდება, მხარს ირაკლი აბუსერიძეს დაუჭერს.

მამუკა გორგოძე: მივესალმები, თუ კანდიდატები გაერთიანდებიან და თავის გამოცდილებას ერთად მოახმარენ რაგბის განვითარებას, დაძლევენ არსებულ რეგრესს და პროგრესისკენ წავლენ. თუ ეს გაერთიანება არ მოხდა, მაშინ მე მხარს ვუჭერ ირაკლი აბუსერიძეს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში არსებული შედეგებიდან გამომდინარე, ახალი ძალა და სისხლია საჭირო.

მამუკა გორგოძის კომენტარი რაგბის კავშირის არჩევნებზე

მამუკა გორგოძის კომენტარი რაგბის კავშირის არჩევნებზე

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 19 იანვარი, 2020

გორგოძის გარდა, განცხადება რამდენიმე ცნობილმა სპორტსმენმაც გაავრცელა, რომლებიც ირაკლი აბუსერიძეს მხარს უჭერენ: ლაშა ლომიძემ, შალვა სუთიაშვილმა, გენო პეტრიაშვილმა, ლადო ხინჩეგაშვილმა, გოდერძი შველიძემ, კარლენ ასიეშვილმა, ვიტო კოლელიშვილმა, დავით ზირაქაშვილმა, ილია ზედგინიძემ.

ცნობილი ქართველი სპორტსმენები მხარს ირაკლი აბუსერიძეს უჭერენ

ცნობილი ქართველი სპორტსმენები მხარს ირაკლი აბუსერიძეს უჭერენ @სპორტი იმედზე • Sporti Imedze

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 19 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები