Thumbnail
  • დუდა სანაძემ პოპსპორტთან პორტუგალიის თასის გათამაშება შეაჯამა
  • ქართველის კლუბი ზედიზედ მე-3 ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებს

ქართველი კალათბურთელი დუდა სანაძე პორტუგალიის ლიგის თასის მფლობელი გახდა. სანაძის ოლივეირენშემ ნახევარფინალში სპორტინგს 93:88 სძლია (დუდამ 14 ქულა მოაგროვა), ფინალში კი კიდევ ერთ ლისაბონურ გრანდ ბენფიკას აჯობა – 83:81.

სანაძეს პორტუგალიაში დავუკავშირდით და თასზე გამართული მატჩების შეფასება ვთხოვეთ. დუდას გუნდი ზედიზედ 2 წელია პორტუგალიის ჩემპიონია და ახლა უკვე თასსაც დაეუფლა.

დუდა სანაძე: ლისაბონურ კლუბებთან 2 რთული მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ სპორტინგთან უფრო გაგვიჭირდა, რადგანაც მატჩის მოსაგებად ორი ოვერტაიმი დაგვჭირდა. ვიცოდით, რომ ჩემპიონები იოლად ვერ გავხდებოდით.

ოლივეირენშე ზედიზედ 2 წელია პორტუგალიის ჩემპიონი ხდება. ლისაბონურ კლუბებს ჯობნის, თუმცა მარტივად არაფერი მოდის.

პორტუგალიის ჩემპიონატში პირველი 4 გუნდი ძალიან ძლიერია: ბენფიკა, ოლივეირენშე, პორტო და სპორტინგი. დანარჩენი კლუბები შედარებით სუსტები არიან, თუმცა ამ 4 გუნდის ხარჯზე დონე მაინც მაღალია. რა თქმა უნდა, წლევანდელი მიზანიც ჩემპიონობაა.

კომენტარები

ბოლო ამბები