Thumbnail

ლივერპულს ქულები ვერც მანჩესტერ იუნაიტედმა დააკარგვინა. პრემიერლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში, ოლე გუნარ სულშერის გუნდი ‘ენფილდზე’ 0:2 დამარცხდა (გოლები ვან დაიკმა და სალაჰმა გაიტანეს).

“ფეხბურთელებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. ბოლო 25-30 წუთში ლივერპული ვაიძულეთ, უკან დაეხია და ეს კარგია. გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ გავუშვით კუთხურიდან და გავუშვით მატჩის ბოლო დარტყმა, მაგრამ ბევრი პოზიტიური მომენტიც იყო. ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში მართლაც კარგად ვითამაშეთ - თანაც ასეთ მეტოქესთან და პლუს მის მოედანზე, სადაც თამაში ძალიან რთულია. ბოლო პასები კარგად არ გამოგვდიოდა. იმავეს ვიტყოდი შეტევების დასრულებაზეც. ფრედმა და დე ხეამ უმაღლეს დონეზე ითამაშეს,” - განაცხადა სულშერმა მატჩის შემდეგ BBC-სთან ინტერვიუში. 

იურგენ კლოპი და ოლე გუნარ სულშერი

მანჩესტერ იუნაიტედი 23 ტურის შემდეგ, 34 ქულით მე-5 ადგილზეა, ლივერპული კი პრემიერლიგას 64 ქულით (21 მოგება, 1 ფრე, 0 მარცხი) ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ მანჩესტერ სიტის 16 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები