Thumbnail
  • მილანის ინტერმა ლეჩესთან ქულები დაკარგა
  • მაროტამ ერიკსენის და კიდევ 2 ფეხბურთელის გადაბირების სურვილი დაადასტურა

სერია A-ს მე-20 ტურში მილანის ინტერმა სტუმრად ლეჩეს ვერ მოუგო (1:1) და უმნიშვნელოვანესი 2 ქულა დაკარგა. მატჩის შემდეგ ‘ნერაძურის’ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვერ დამალა უკმაყოფილება იმის გამო, რომ მისმა გუნდმა სწრაფი ფეხბურთი არ ითამაშა. კონტე ამბობს, რომ ნელ ტემპში მოთამაშე ინტერი ჩვეულებრივი, სერია A-ს საშუალო დონის გუნდია.

'ნელი ფეხბურთით სუსტ გუნდებსაც ვერ მოვუგებთ, ასე უმნიშვნელოვანეს ქულებს ვკარგავთ'

“თუ გვინდა, რომ ინტერი თამაშებს იგებდეს და იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძოლოს, გუნდის სისწრაფე 100 კმ/სთ უნდა იყოს! ჩვენ არ შეგვიძლია, რომ თავს უფლება მივცეთ და ნელ ტემპში ვითამაშოთ. ნელი ფეხბურთით სუსტ გუნდებსაც ვერ მოვუგებთ, ასე უმნიშვნელოვანეს ქულებს ვკარგავთ. მთელი ძალით, მაქსიმალური პრესინგით და სწრაფად უნდა გვეთამაშა. როცა ამას არ ვაკეთებთ, ჩვეულევრივ, სერია A-ს საშუალო გუნდს ვემსგავსებით,” - განაცხადა კონტემ.

ლეჩესთან მატჩამდე, ინტერის შეფმა ჯუზეპე მაროტამ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ნერაძურის ტოტენჰემის გამთამაშებლის, კრისტიან ერიკსენის გადაბირება სურს. მაროტას თქმით, ინტერი ჩელსიდან ოლივიე ჟირუს, ფენერბაჰჩედან კი ვიქტორ მოზესის გადაბირებას ეცდება.

კრისტიან ერიკსენს ტოტენჰემთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება

“ერიკსენი ტოტენჰემის ფეხბურთელია, მაგრამ მას კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. ამიტომაც, აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რომ მის მრჩეველს შევხვდეთ. თუმცა, ერიკსენისთვის ბრძოლაში ძალიან ბევრი კონკურენტი გვყავს,” - აღნიშნა მაროტამ.

შეგახსენებთ, რომ ინტერმა უკვე გადაიბირა ეშლი იანგი მანჩესტერ იუნაიტედიდან.

📺 ვიდეო: ლეჩე 1:1 ინტერი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები