Thumbnail

1 ოქრო და 5 ბრინჯაო – ქართველი მოჭიდავეების უკრაინული მონაგარი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტურნირის ჩემპიონი მიშიკო კალაიჯიშვილი გახდა
  • საქართველოს ნაკრები შინ 6 მედლით ბრუნდება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა უკრაინის ქალაქ ხარკოვში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე.

ქართველმა ფალავნებმა ლეონიდ დუნაის სახელობის მემორიალზე 1 ოქროსა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის ჩემპიონი მიშიკო კალაიჯიშვილი (92 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი გიგი ქურხული (65 კგ.), დავით კუჭუაშვილი, ოთარ ადეიშვილი (ორივე – 71 კგ.), ლევან ბაზაძე და ზურაბ რომელაშვილი (92 კგ.) დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები