Thumbnail

ზლატანის რეკორდი - იბრას ტრანსფერის შემდეგ მილანი აღარ აგებს, პიოლი კმაყოფილია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მილანმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა
  • იბრაჰიმოვიჩმა კამბიასოს რეკორდი მოხსნა, პიოლი კმაყოფილია

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერის შემდეგ მილანი კვლავ დაუმარცხებელია და ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. სერია A-ს მე-20 ტურში როსონერიმ უდინეზეს უმასპინძლა და პირველი ტაიმის წაგების შემდეგ (0:1), თამაში შეატრიალა (3:2). გამარჯვების გოლი 93-ე წუთზე ანტე რებიჩმა გაიტანა.

დრამატულ თამაშში ზლატანს არ გაუტანია, მაგრამ სერია A-ს რეკორდი დაამყარა - იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში ყველაზე სწრაფად მიაღწია 150 გამარჯვებას!

38 წლის შვედ გოლეადორს სერია A-ში 150 თამაშის მოსაგებად 222 მატჩი დასჭირდა. მეორე ადგილზეა ინტერის ყოფილი ფეხბურთელი ესტებან კამბიასო, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში 150-ე გამარჯვება 230-ე მატჩში იზეიმა.

მატჩის შემდეგ მილანის მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი კმაყოფილი იყო: “ამ თამაშის მოსაგებად სული და გული ჩავდეთ. მიხარია, რომ ისე, როგორც წინა მატჩებში, ახლაც კარგად ვითამაშეთ. სწრაფი გოლი მივიღეთ და ამან პირველ ტაიმზე დიდი გავლენა იქონია. 85-ე წუთზე მეორედ გაგვითანაბრეს, მაგრამ მაინც არ დავნებდით და შედეგიც მივიღეთ. ასეთი თამაშის მოგება ფეხბურთელებს თავდაჯერებას შემატებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ატალანტასთან 0:5 საბოლოოდ დავიწყებულია და ამაში იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერსაც დიდი წვლილი აქვს,” - აღნიშნა პიოლიმ.

‘როსონერი’ მომდევნო ტურში ბრეშას ესტუმრება.

📺 ვიდეო: მილანი 3:2 უდინეზე (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები