Thumbnail

ზამთრის თასი 2020 | ლეგენდების ტურნირი უკრაინამ მოიგო, საქართველო მეორეა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

2020 წლის ზამთრის თასის ლეგენდების ტურნირის ფინალში საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრა უკრაინელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი მატჩის ბოლოს ციხმეისტრუკმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ფინალში შესანიშნავად ითამაშა მასპინძელთა მეკარე ნუკრი რევიშვილმა.

ზამთრის თასი 2020 🇺🇦 🏆

🇺🇦 🏆2020 წლის ზამთრის თასის ფინალში უკრაინის ნაკრებმა საქართველო 1-0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა!

Posted by Georgian Football Federation on კვირა, 19 იანვარი, 2020

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჯგუფში უეფას გუნდი 5:2 დაამარცხეს, ფიფას 5:3 მოუგეს, ნახევარფილში კი თურქეთს 2:1 სძლიეს. 

მატჩის შემდეგ, საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ. ალენ ჟირესს სპეციალური პრიზი გადაეცა. 4 გატანილი გოლით ტურნირის ბომბარდირი ბერძენი კარაგუნისი გახდა, საუკეთესო მეკარედ უკრაინელი ვიტალი რევა აღიარეს, საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კი ალექსანდრე იაშვილს მიანიჭეს.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ზამთრის თასის 15-წლამდელთა ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის აკადემიამ მოიგო, რომელმაც ფინალში დინამო თბილისი დაამარცხა.

15-წლამდელთა ტურნი

⚽️🏆2020 წლის ზამთრის თასის 15-წლამდელთა ტურნირის გამარჯვებული - სფფ-ის რუსთავის აკადემია !

Posted by Georgian Football Federation on კვირა, 19 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები